თბილისში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
როგორც სალომე სიგუა Facebook-ზე წერს, გასროლის კვალი პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას ბანერს ეტყობა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს იარაღიდან ესროლეს. რამდენიმე გასროლის კვალი ეტყობა ნიკა მელიას აი ამ ბანერს. გასროლა თეთრი ქამრიდან მოხდა". – წერს სიგუა.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ.