ვაქცინაცია

ენდელაძე: მსუბუქი გვერდითი მოვლენები მიწის თხილს უფრო მეტი აქვს, ვიდრე ვაქცინას

კარგად ვარ, ვერაფერს ვერ ვგრძნობ პრაქტიკულად, რომ რაიმე ინექცია ჩავიტარე. იცით, რა არის, გილოცავთ, რომ დაიწყო, შემოვიდა, ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ მაინც შემოვიდა უკვე იმედია, რომ ეს მასიურად შემოვა და მოხდება სრული მოცვა, 60% ამ წლის ბოლომდე იქნება აცრილი. ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტია და მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს და საერთოდ მთელს მოსახლეობას, რომ იცით, რა არის, ნუ ავყვებით ამ ინფორმაციებს, უნდა ავიცრათ, აბსოლიტურად არ არის მავნე და რა გითხრათ, მსუბუქი გვერდითი მოვლენები უფრო მეტი აქვს მიწის თხილს. რომ მიირთვათ, უფრო მეტი ალერგია შეიძლება მოგცეთ, ვიდრე დავუშვათ ვაქცინამ...

თქვა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ, რომელიც დღეს ასტრანეზეკის ვაქცინით აიცრა.

კომენტარები