ჩვენი გეგმის მიხედვით, წელს ქვეყანაში უნდა აიცრას 1 700 000 ადამიანი ორჯერადად. ანუ, ეს დაახლოებით არის 3 400 000 დოზა, თავისი გარკვეული დანაკარგით, ჩვენ ვანგარიშობთ 3 900 000 დოზას, რომლის მობილიზაციაც ქვეყანაში გაკეთდება წელს.
გარანტირებულია მილიონ 400 000 დოზა კოვაქსიდან, რომლითაც შემოვიდა პირველი ვაქცინა და, დარწმუნებული ვარ, ბევრი კონტრაქტი აქვს მთავრობას, რომლის მიხედვითაც, თანდათანობით ეს დოზები გაიზრდება და ზაფხულში გვექნება მასობრივი იმუნიზაცია.





