საიდუმლო არ არის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გამყარებისა და გაღრმავების გასაღები არის ამ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა. მნიშვნელოვანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, საარჩევნო რეფორმის გატარება, თითოეული ეს თემა არის ძალიან რთული. ასოცირების ხელშეკრულება არის მნიშვნელოვანი ხელსაწყო იმისათვის, რომ საქართველო გახდეს უფრო ძლიერი და ჰქონდეს უფრო მეტი კეთილდღეობა. ჩვენ ვცდილობთ, აქტიურად წარმოვაჩინოთ ჩვენი ჩართულობა, დიალოგის მაგიდასთან მოვიტანოთ სხვადასხვა ვარიანტები, გადავდგათ ნაბიჯები სწორი მიმართულებით და ვნახოთ გამოსავალი რთული სიტუაციიდან. უახლოესი დღეების და კვირების განმავლობაში აუცილებელია, რომ ყველა პოლიტიკური მხარე მუშაობდეს ამაზე, რათა გაჩნდეს შესაძლებლობები და დავინახოთ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რა პროგრესი ექნება სახელმწიფოს...
tbl.ge/5g16
დაკოპირდა
ამბობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ოპოზიციასა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ამავე თემაზე
- ლევან სუთიძე: მიშელის გზავნილები არაადეკვატური და კონტრპროდუქტიულია კრიზისთან მიმართებით
- ღარიბაშვილი: ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, საქართველოს ეკონომიკაში ბუმი იწყება
- მმართველმა პარტიამ არ შეასრულა 19 აპრილის შეთანხმება – სამოქალაქო სექტორი, მედია მიშელს
- მიშელი: მოსამართლეების დანიშვნა სრულად არ ასახავს კონსულტაციების შედეგებს
- შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა