ვაქცინაცია

გაბუნია: მივმართეთ კოვაქსს, განმარტოს განცხადება, ქვეყნის მზაობა სრულ შესაბამისობაშია

დღეს გაჟღერდა ინფორმაცია ინტერპრესნიუსის საშუალებით, თითქოს საქართველომ არ და ვერ დააკმაყოფილა მზაობის მოთხოვნები, ნახევარი საათის წინ მივმართეთ კოვაქსს და ვითხოვეთ განმარტება იმ განცხადების, რომელიც გაჟღერდა, რადგან იმ წერილებში, რომელიც გვაქვს მიღებული კოვაქსისგან, ეს არის 22 თებერვლის წერილი, მიზეზი გადავადების არის ცალსახად მითითებული ფაიზერის მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენება, რაც სრულიად არ უკავშირდება ქვეყნის მზაობას და ქვეყნის მზაობა, რომელიც შეფასდა ჯანმოს გავ-ის ექსპერტების და  კოვაქსის მიერ, არის სრულ შესაბამისობაში იმ კრიტერიუმებთან, რომელიც დაისვა ფაიზერის ულტრა ცივი ჯაჭვის მოთხოვნის მქონე ვაქცინის მისაღებად...

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საგანგებო ბრიფინგზე. ის კოვაქს პლატფორმის განმარტებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, თებერვალში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. ინფორმაცია ინტერპრესნიუსმა გაავრცელა.

კომენტარები