ეკონომიკა

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის იანვრის ეკონომიკური წრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, რეალური მშპ  წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.5%-ით შემცირდა. 

2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი. ზრდა დაფიქსირდა ინფორმაცია და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროებში.

საქსტატი

მიმდინარე წლის იანვარში შემცირებას განაგრძობს ექსპორტ-იმპორტიც. გასულ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.5%-ით, ექსპორტი 16.2%-ით, ხოლო იმპორტი - 16.6%-ით შემცირდა. 

საქსტატი
​​​​​

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია, როგორც სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯები, ისე შემოსავლებიც.

საქსტატი

მეთერთმეტე თვეა საქართველოს ეკონომიკა მცირდება. თავდაპირველად მთავრობა მშპ-ს 5%-იან კლებას ვარაუდობდა, თუმცა ნოემბრის ბოლოს შემოღებული შეზღუდვების შემდეგ კლების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა. 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა.

გასული წლის ეკონომიკური ზრდის ტემპი თვეების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:

  • იანვარი - 5.1% ზრდა;
  • თებერვალი - 2.2% ზრდა;
  • მარტი - 2.7% კლება;
  • აპრილი - 13.5% კლება;
  • მაისი - 16.6% კლება;
  • ივნისი - 7.7% კლება;
  • ივლისი - 5.5% კლება;
  • აგვისტო - 5.3% კლება
  • სექტემბერი - 0.7% კლება;
  • ოქტომბერი - 3.9% კლება;
  • ნოემბერი - 7.7% კლება;
  • დეკემბერი - 7.9% კლება;

ვრცლად, რას ნიშნავს საქართველოსთვის ეკონომიკის 6%-იანი შემცირება, შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.

 

კომენტარები