რაც დღეს მოხდა, მოვლენების საშინელი განვითარებაა. ნაციონალური მოძრაობის შტაბ-ბინაში შეჭრის და ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება წინდაუხედავი და პროვოკაციული ნაბიჯია, რომელმაც შეიძლება კრიზისის სახიფათო ესკალაცია გამოიწვიოს. ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. ეს მოიცავს დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას. დღევანდელი მოვლენები საქართველოსთვის უზარმაზარი უკუსვლაა. ახლა მხოლოდ კრემლში იღიმიან.
tbl.ge/5foz
დაკოპირდა

ამის შესახებ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ინტერპრესნიუსთან განაცხადა. დღეს, 23 თებერვალს, ენმ-ის ლიდერი, ნიკა მელია სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისიდან გაიყვანა, სადაც შეკრებილები იყვნენ სხვა ოპოზიციური ლიდერები და მხარდამჭერები. შსს-მ ძალის გამოყენებით დაატოვებინა შენობა მხარდამჭერებს და გაუშვა წიწაკის გაზი, რასაც დასავლელი პარტნიორების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა.
ამავე თემაზე
- კალაძე მელიაზე: მისი საქციელი და ქმედებები არის არაადეკვატური
- SJC: მელიას დაპატიმრება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მასშტაბური დევნის კიდევ ერთი სიგნალია
- სოლიდარობა ნიკა მელიას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს! – ფედერალისტები
- გვარამია: სიგიჟეს ვუყურეთ საათების განმავლობაში - ნიკა მელია უკანონო პატიმარია
- წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა




