ნიკა მელიას დაკავება

ვაშაძე: "ოცნებამ" ზიანი მიაყენა საქართველოს და მისი მოქალაქეების აწმყოს და მომავალს

სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ გადალახა ყოველგვარი გონიერების ზღვარი და ზიანი მიაყენა არა ქვეყნის დემოკრატიას, არამედ საქართველოს და მისი მოქალაქეების აწმყოს და მომავალს.

ჯერ კიდევ სანამ დროა და არსებობს პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკებით განმუხტვის შესაძლებლობა, შეაჩერეთ კანონის უზენაესობის სახელით საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ დაწყებული ძალადობა.

მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, ცივილიზებულ მსოფლიოს, ოპოზიცია მარტო არ მიატოვოს ტოტალიტარული მიდრეკილებების ხელისუფლებასთან, რომელიც არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს!

ასე ეხმაურება სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები ენმ-ის ოფისში დღეს, 23 თებერვალს, დილით შევიდნენ და ნიკა მელია დააკავეს.

კომენტარები