ნიკა მელიას დაკავება

ომბუდსმენი მელიას დაკავებაზე: უფრო სამარცხვინო არაფერი მოხდებოდა გასაბჭოების დღეს

არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება, რასაც აუცილებლად მოყვება, საბჭოთა საქართველოს მსგავსად, დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება.

ალბათ, ესეც არის მიზანი... საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება, ამ დროს კი 1 ვაქცინაც არაა შემოტანილი ქვეყანაში, ფასები ძვირდება და ხალხი შიმშილის ზღვარზეა...

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. ენმ-ის თავმჯდომარის დასაკავებლად სპეცრაზმი ოპოზიციური პარტიის ოფისში შევიდა. 

კომენტარები