ნიკა მელიას დაკავება

ბოკერია: ეს აღსასრულია, ძალიან მალე დაინახავენ, როგორი საბედისწერო შეცდომა დაუშვეს

ეს არის აღსასრული, ოღონდ, ძალიან დრამატულ სცენარში გადაყვანა ვითარების ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. თუ მართლა აქვთ ილუზია, რომ ამ ნაბიჯით ძალებს შემოიკრებენ, ძალიან მალე, თუნდაც ამას უფრო მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე მე მგონია, მაგრამ, მაინც მალე დაინახავენ თვითონ, როგორი საბედისწერო შეცდომა დაუშვეს თავისთვის, როცა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ამ ფორმით დააკავეს. 

პროტესტი ყველა შემთხვევაში გაგრძელდება სხვადასხვა ფორმით...

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე ფორმულასთან ინტერვიუში.

კომენტარები