ნარკოპოლიტიკა

ნორვეგიის პარლამენტი ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებას განიხილავს

Freepik

19 თებერვალს ნორვეგიის მმართველმა პარტიამ პარლამენტში ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების ინიციატივა წამოაყენა

ლიბერალური ინიციატივა მიზნად ისახავს რეკრეაციული ტიპის ნარკოტიკების მოხმარებისთვის დაწესებული მკაცრი სანქციების შემსუბუქებას და სადამსჯელო ღონისძიებების მკურნალობითა და თერაპიით ჩანაცვლებას.

ევროკავშირის მონაცემებით, ნარკოტიკული ნივთიერებებით გამოწვეული გარდაცვალებებით ევროპაში სწორედ ნორვეგია ლიდერობს. მიუხედავად ლიბერალური პარტიის ინიციატივისა, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა კონტროვერსიული თემაა და ჯერჯერობით უცნობია, რამდენად დაუჭერს პროექტს მხარს პარლამენტი.

"სადამსჯელო ღონისძიებები არ მუშაობს. ჩვენ აღარ ვაპირებთ ვიდგეთ გულხელდაკრეფილი და ვუყუროთ, როგორ ასამართლებენ და იჭერენ იმ ადამიანებს, რომლებსაც სინამდვილეში, მკურნალობა სჭირდებათ". – აცხადებს მმართველი პარტიის წევრი და განათლების მინისტრი, გური მელბი.

ინიციატივის მიხედვით, ისეთი ნარკოტიკები, როგორიცაა ჰეროინი, კოკაინი და მარიხუანა კვლავ არალეგალური დარჩება, მაგრამ მათი მცირე ოდენობით ქონა სადამსჯელო ღონისძიებებს აღარ გაითვალისწინებს. სამაგიეროდ, ნარკოტიკების მომხმარებლისთვის სავალდებულო გახდება თერაპიული მკურნალობა, რაზე უარის თქმაც, შესაძლოა, დაჯარიმების საფუძველი გახდეს.

 

 

კომენტარები