არჩევნები 2020

ბუაძე გირჩზე: მათ მოსმენას სუფთა ჰაერზე გასვლა ვამჯობინე

ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე, ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ ამბობს, რომ გირჩის წევრებს, იაგო ხვიჩიასა და ვახო მეგრელიშვილს შეხვედრაზე არ მოუსმინა, რადგან არასერიოზულ ადამიანებად განიხილავს და მათ პერფორმანსში მონაწილეობის მიღება არ სურდა.

"დღეს არის ვინმე, ვინც გირჩს სერიოზულად აღიქვამს? მე, პირადად, არ მოვუსმინე მათ, გავედი ეზოში და როდესაც დაამთავრეს პერფორმანსი, დავბრუნდი შეხვედრის ოთახში. მათ განცხადებებს სერიოზულად არ მივიჩნევ, ისინი არასერიოზულ ადამიანებად მიგვაჩნია და ამაზე დროის კარგვა არავის სჭირდება, მათ მოსმენას სუფთა ჰაერზე გასვლა ვამჯობინე" - თქვა ბუაძემ.

გირჩმა ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დატოვა. ხვიჩიას თქმით, მან და ვახო მეგრელიშვილმა დასვეს სამი შეკითხვა, რაზეც პასუხი ვერ მიიღეს და, შესაბამისად, მათ გადაწყვიტეს ოპოზიციის შეხვედრის დატოვება.

 

კომენტარები