მფლობელი ტელეკომპანია იმედის 100%-იან წილს ყიდის

იმედი

ტელეკომპანია იმედის მფლობელი ტელევიზიის 100%-იან წილს ყიდის. ამის შესახებ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დღის წესრიგის სხდომიდან ხდება ცნობილი. 

წილის გაყიდვაზე შესაბამისი თხოვნით ტელეკომპანია იმედის მფლობელმა კომისიას რამდენიმე დღის წინ მიმართა, მფლობელებს გარიგების დასადებად კომისიის თანხმობა სჭირდებათ. 

ტელეკომპანია იმედის მესაკუთრეა კომპანია ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი, რომელსაც ტელეკომპანია იმედის გარდა, რადიო იმედი და GDS ეკუთვნის. თავის მხრივ, ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის მფლობელი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი და მისი ქვრივი ინა გუდავაძეა. 

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ ვინ აპირებს ტელეკომპანია იმედის ყიდვას.

კომენტარები