2008 წლის აგვისტოს ომი

დეკანოიძე: პოლიტიკური კუთვნილების გარეთ უნდა გავიტანოთ ეს საკითხი — საქართველომ მოიგო

დიდებული დღეა. უმნიშვნელოვანესი სასამართლო მოვიგეთ. აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, დიდი შანსი გვაქვს საქართველოს ოკუპაცია კვლავ გახდეს მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ასპარეზზე. 

ყველას გამარჯვებაა, ვისაც ქვეყანა უყვარს. პოლიტიკური კუთვნილების გარეთ უნდა გავიტანოთ ეს საკითხი - საქართველომ მოიგო. მადლობა ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, პატრიოტებს, ყველა ადამიანს ვინც ამ საქმეზე ბოლომდე მუშაობდა.

წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ხატია დეკანოიძე საკუთარ Facebook გვერდზე. 12-წლიანი დავის შემდეგ საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციას დავა მოუგო. სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა. 

კომენტარები