ეკონომიკა

საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონლიდან 5-ის ექსპორტი შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8%-ით ნაკლებია. 2020 წელს ექსპორტი 12.0%-ით, $456 მილიონით შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონლიდან 5-ის ექსპორტი შემცირდა. ყველაზე მკვეთრი ვარდნა შეიმჩნევა ავტომობილების ექსპორტსა (-44.9%) და სამკურნალო საშუალებების ექსპორტში (-42.6%). 

2020 წლის უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველოს ექსპორტში:

  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $729 427. გაიზარდა 12.3%-ით
  • მსუბუქი ავტომობილები - $404 117, შემცირდა 44.9%-ით
  • ფეროშენადნობები - $247 330, შემცირდა 18.5%-ით
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - $210 281, შემცირდა 5.6%-ით
  • სპირტიანი სასმელები - $132 209, გაიზარდა 3.8%-ით
  • მინერალური და მტკნარი წყლები - $116 584, შემცირდა 12.7%-ით.
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $99 053, შემცირდა 42.6%-ით
  • ოქრო - $97 571, გაიზარდა 34%-ით
  • თხილი და სხვა კაკალი - $94 004, გაიზარდა 40.9%-ით.
  • ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 89 984, გაიზარდა 751.3%-ით.

 

კომენტარები