ეკონომიკა

დეკემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა $199.7 მილიონამდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 199.7 მლნ აშშ დოლარი (656.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 15.9%-ით (27.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

წინა თვესთან შედარებით კი ფულადი გზავნილების მოცულობა დეკემბერში 29.8 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.

2020 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 24.7 მლნ აშშ დოლარი (81.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის დეკემბერის (25.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.4%-ით ნაკლებია.

პირდაპირი ფულადი გზავნილები ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა, გასულ წელს ამ გზით ქვეყანამ 1.7 მილიარდი დოლარი მიიღო. წელს, იანვარ-დეკემბრის პერიოდში იგივე მაჩვენებელმა 1.88 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც სტატისტიკის წარმოების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კომენტარები