თეა წულუკიანი

წულუკიანი: რაც დაბალია თანამდებობა, მით მეტი თავისუფლება მაქვს და მეტად ვაღიზიანებ მათ

ხომ ხედავთ, რაც დეპუტატი გავხდი, გაცილებით თავისუფლად ვლაპარაკობ და ეს აღელვებთ იმათ. დღეს ვიღაც წერდა, ეს ამდენს რატომ ლაპარაკობს, მხოლოდ კომიტეტის თავმჯომარე არააო? ხოდა, კომიტეტის თავმჯდომარეობა რომ ვითხოვე და გუნდმა ეს დამიკმაყოფილა, ვერ მიხვდნენ რატომ ვარ ბედნიერი, სწორედ ამიტომ ვარ ბედნიერი, რაც დაბალია თანამდებობა, მით მეტი თავისუფლება მაქვს მე და მით მეტად ვაღიზიანებ მათ.

თქვა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პოსტვ-ის ეთერში, გადაცემა "კვირის პოსტში".

კომენტარები