ილია მეორე

პირველად, ბოლო კვირებში, პატრიარქი საჯარო ღვთისმსახურებას გაუძღვება

პირველად, ბოლო კვირების განმავლობაში, ხვალ - 17 დეკემბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საჯარო ღვთისმსახურებას გაუძღვება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს.

"ხვალ, 2020 წლის 17 დეკემბერს, წმინდა ბარბარესა და წმინდა იოანე დამასკელის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 12 საათზე სიონის საპატრიარქო ტაძარში გადაიხდის პარაკლისს და დალოცავს ბავშვებსა და მრევლს". - წერს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

კომენტარები