არჩევნები 2020

კობახიძე: წულუკიანის სურვილი იყო კომიტეტის თავმჯდომარეობა, გავითვალისწინეთ პრიორიტეტები

კონსულტაციები გვქონდა უშუალოდ თეა წულუკიანთან, მათ შორის მისი პრიორიტეტები გავითვალისწინეთ. მისი სურვილიც იყო ეს, რა თქმა უნდა, და სწორედ ამის გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება...

ასე პასუხობს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების კითხვას თეა წულუკიანის საპარლამენტო თანამდებობაზე. იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს უხელმძღვანელებს. 

კომენტარები