არჩევნები 2020

ხოშტარია: ცალკეული ადამიანების "ოცნებაში" შესაძლო გადასვლა ოპოზიციის ერთიანობას არ არღვევს

ოპოზიცია ერთიანია, ცალკეული ადამიანების "ოცნებაში" შესაძლო გადასვლა არ არღვევს ერთიანობას. რადგან, არაერთი პარტია პრინციპულად დგას იმავე პოზიციაზე. თავად იმ ადამიანებს, ვისაც ძალიან უნდა პარლამენტში შესვლა, კერძოდ, ალეკო ელისაშვილს უჭირს, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ თავს იმართლებდა, თან რაღაც აგრესიული ფორმით, ეს მისი საქმეა და მან უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა, თუმცა ხვალ ჩატარდება აუცილებლად ერთპარტიული, ჩრდილოკორეული სხდომა.

ჩვენ ვნახეთ, რომ, მიუხედავად უდიდესი მცდელობისა ამ ერთიანობის რღვევის, მაინც ვერ მოახერხეს და ხვალ მაინც იქნებიან მარტო. თუ ცალკეული ადამიანები გადავლენ "ოცნებაში", ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს ერთიან ოპოზიციურ ბრძოლას არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებს.

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია. ხვალ, 11 დეკემბერს, მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბება, თუმცა ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება და პარლამენტის პირველი სხდომა ერთპარტიული იქნება.

კომენტარები