საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 11.1%-ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 2.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონლიდან 5-ის ექსპორტი შემცირდა. ყველაზე მკვეთრი ვარდნა შეიმჩნევა ავტომობილების ექსპორტსა (-39.8%) და სამკურნალო საშუალებების ექსპორტში (-47.2%).
საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონელი
1) სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $618 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით 17.4%.

ფოტო: Reuters
2) მსუბუქი ავტომობილები - $335 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით 39.8%.

ფოტო: GETTY
3) ფეროშენადნობები - $198 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით 21.4%.

ფოტო: Reuters
4) ყურძნის ნატურალური ღვინოები - $163 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით 8%.

ფოტო: David Mdzinarishvili / Reuters
5) სპირტიანი სასმელები - $99.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით 4.8%.

ფოტო: flickr.com
6) მინერალური და მტკნარი წყლები - $93.5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 16.2%.

ფოტო: ecplaza.net
7) ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $84.8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით 8 716.4%.

ფოტო: Getty Images
8) სამკურნალო საშუალებები - $78.6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით 47.2%.

ფოტო: getty
9) ოქრო - $77.8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით 31.1%.

ფოტო: REUTERS
10) თხილი და სხვა კაკალი - $68.1 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით 49.6%.

ფოტო: kartalorganik.com
დანარჩენმა საქონელმა სულ 897 მილიონი დოლარი შეადგინა, კლება კი წინა წელთან შედარებით 16.9% იყო.





