ეკონომიკა

10 ქვეყანა, საიდანაც ოქტომბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

REUTERS

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით (სებ), 2020 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 18.6%-ით (28.5 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 181.7 მლნ აშშ დოლარი (584.8 მლნ ლარი) შეადგინა.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.0% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.4% მოდიოდა.

ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც ოქტომბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, შემდეგნაირად გამოიყურება:

  • რუსეთი - $35.2 მილიონი, კლება - 7%;
  • იტალია - $27.5 მილიონი, ზრდა - 31%;
  • აშშ - $21.3 მილიონი, ზრდა - 39.5%;
  • საბერძნეთი - $19.7 მილიონი, ზრდა - 23.6%;
  • ისრაელი - $13.8 მილიონი, ზრდა - 1.4%;
  • უკრაინა - $11 მილიონი, ზრდა - 151.9%;
  • თურქეთი - $10.1 მილიონი, ზრდა - 26%;
  • გერმანია - $7.9 მილიონი, ზრდა - 74.7%;
  • აზერბაიჯანი - $5.3 მილიონი, ზრდა - 145%;
  • ესპანეთი - $4.5 მილიონი, ზრდა 14.8%;

კომენტარები