თეა წულუკიანი

წულუკიანი: ვინმეს რომ რამის გაყალბება ნდომოდა, ის განა 48%-ს დაუწერდა თავის თავს?

როდესაც, ბოდიში ამ გამოთქმისთვის და უსინდისოდ ამბობენ, რომ რაღაცა გაყალბდა, ვინმეს რომ რამის გაყალბება ნდომოდა ის განა 48%-ს დაუწერდა თავის თავს? მოდით დავსერიოზულდეთ. როგორ იქნება კოალიციური მთავრობა, როდესაც მათ მიერვე მოთხოვნილი წესებით ვითამაშეთ ჩვენ. როდესაც თქვეს, რომ 40%-ზე მეტს თუ მიიღებთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩამოაყალიბეთ მთავრობაო. ნებისმიერი ვერსიებით, ეგზიტპოლებით, გამოკვლევებით და ა.შ. ჩვენ მათივე მონაცემებითაც 40%-ზე მეტი მივიღეთ. როგორ იქნება აბა კოალიციური მთავრობა? ვერ იქნება. ოპოზიცია მუდმივად ითხოვდა, რომ არჩევნები ჩატარებულიყო მათი მოდელით. მათი მოდელით ჩატარდა. სიამოვნებდა ეს ჩვენს ამომრჩეველს? არ სიამოვნებდა. გავუცრუეთ ჩვენ ჩვენს ამომრჩეველს იმედი იმით, რომ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული მოდელით ჩავატარეთ არჩევნები? რა თქმა უნდა, გავუცრუეთ. მაგრამ, მათივე მოდელით ჩატარებულ არჩევნებში ჩვენ ვართ პირველი ძალა.

თქვა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები