არჩევნები 2020

ოპოზიციის მხარდამჭერები ცესკოსა და შსს-ს მიმართულებით ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ

ტაბულა

ოპოზიციის წევრები და მხარდამჭერები ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ. მათი ერთი ნაწილი სააკაძის მოედნიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ მიემართება, მეორე ნაწილი კი ავლაბრის მეტროდან შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ. 

ამის შემდეგ, ისინი პირველ საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, შემდეგ კი, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მიმართულებით გამართავენ მსვლელობას. 

მსვლელობის მონაწილეები, არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. 

ოპოზიციური პარტიები 2020 წლის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ და ცესკოსგან ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვენ. 

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები