არჩევნები 2020

კალაძე ოპოზიციაზე: გამიხარდებოდა მათი შემოსვლა პარლამენტში

მივესალმებოდი, რომ ოპოზიციური პარტიები შემოსულიყვნენ პარლამენტში, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ზუსტად იმიტომ დაუჭირა ამ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს მხარი და გამოუცხადა მხარდაჭერა, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში და გამოიყენონ პარლამენტის ტრიბუნა. ისაუბრონ და გააკეთონ ის, რაც დღეს ქვეყანას სჭირდება ხელისუფლებასთან ერთად. რა თქმა უნდა, კრიტიკულებიც შეუძლიათ იყვნენ.

მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, გამიხარდებოდა მათი შემოსვლა პარლამენტში...

თქვა კახა კალაძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ცნობისთვის, ოპოზიციური სპექტრი ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მიღებულ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს.

კომენტარები