ალქაჯები

შშმ პირებმა ფილმ ალქაჯების შემქმნელები გააკრიტიკეს, WARNER BROS.-მა ბოდიში მოიხადა

Yahoo

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა რობერტ ზემეკისის ახალი ფილმი ალქაჯები გააკრიტიკეს. კომედიური ჰორორის მთავარ გმირებს, ალქაჯებს, ხელებზე სამი თითი აქვთ, შშმ პირების ნაწილის აზრით, პერსონაჟების ასეთი დეფექტი შეურაცხმყოფელია ადამიანებისთვის, რომელთაც კიდურების დეფექტები აქვთ.

ერთ-ერთმა პირველმა პროტესტი პარალიმპიელმა სპორტსმენმა, მოცურავემ, ემი მარენმა გამოთქვა.

"Warner Bros., დაფიქრებულხართ, თუ რა გავლენას მოახდენს ფილმი განსხვავებული კიდურების მქონე ადამიანების საზოგადოებაზე?". – წერს სოციალურ ქსელში მოცურავე.

ათასობით ნეგატიურ პოსტს სოციალურ ქსელში კინოსტუდია Warner Bros. ბოდიშით გამოეხმაურა.

"დიზაინერებთან და მხატვრებთან ერთად ჩვენ ვეცადეთ კატის თათი და ადამიანის ხელი შეგვერწყა. ჩვენი მიზანი არ იყო ფანტასტიკურ, არაადამიანურ არსებებში ადამიანებს საკუთარი თავი ამოეცნოთ. სტუდია ძალიან წუხს და ბოდიშს იხდის ამ გაუგებრობისთვის". – წერია სტუდიის ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები