ბოლო დღეების პოზიტივია გახლავთ ის, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, რომელიც უცბად დაეცა ახალ ინფიცირებულთან შეფარდებით, იზრდება. აგვისტოში, გარკვეულ ეტაპზე, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გვქონდა 82% საერთო ინფიცირებულების. შემდეგ ეს დავარდა სადღაც 39%-მდე, როცა სექტემბერში გვქონდა და გვაქვს ძლიერი ზრდა. ახლა ისევ ავდივართ თანდათან 52%-ზე და ეს ტენდენცია მდგრადია.
პატარა, მაგრამ ნიშანია, რომ ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა თანდათანობით მატულობს. ეს ნიშანია ასევე, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ რიცხვში სიკვდილიანობა გაზრდილია და 53 გვაქვს, 19 გვქონდა აგვისტოს ბოლოს, ამის მიუხედავად, ინფიცირებულებთან პროცენტული შეფარდება გვაქვს 0.60 მეასედი, რაც ერთერთი ყველაზე დაბალია ევროპაში.
გამოჯანმრთელებულების პროცენტული ზრდის ტენდენცია მიუთითებს, რომ მაინც შემთხვევათა უმრავლესობა გახლავთ უსიმპტომო და მსუბუქი მიმდინარეობის. ამიტომაა, რომ აჭარაში წარმატებით დაიწყო პილოტირება, რომ უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები ბინაზე მკურნალობენ.





