პანდემია არ ჩერდება, როგორც ხედავთ პანდემიის დაწყებიდან 8-9 თვე გავიდა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, მედიცინა უძლურია, რამე რადიკალური საშუალება – ვაქცინა, პირდაპირი მოქმედების წამალი, ჯერჯერობით, ვერ შეიქმნა [...]
კორონავირუსთან ერთად ცხოვრება კიდევ კარგა ხანს მოგვიწევს. ეს იქნება, სულ მცირე, ჩემი აზრით, ერთი წელიწადი, ამიტომ ეს თანაცხოვრებაა და ეს უნდა გავითავისოთ, რომ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ზრუნვა მოქალაქეებზე. სახელმწიფო, დამსაქმებლები და საზოგადოება, ეს სამივე შტო უნდა ვიყოთ ერთად.
დიდი პასუხისმგებლობაა, როცა დღეს შემთხვევათა რაოდენობა იზრდება, დამსაქმებლების, თუ როგორი იქნება მათი პირადი პასუხისმგებლობა, რომ დაწესებულებაში ტემპერატურით ადამიანი არ დაიშვას...





