აფეთქება ფილარმონიასთან

ფილარმონიასთან ჟანგბადის ბალონი აფეთქდა, 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა

ტაბულა

ფილარმონიასთან ჟანგბადის ბალონი აფეთქდა, 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა – ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ტერიტორიაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები