Star Trek

STAR TREK-ს პირველი ტრანსგენდერი და გენდერულად არაბინარული პერსონაჟები ეყოლება

Star Trek-ის ფრენჩაიზს ისტორიაში პირველად ტრანსგენდერი და გენდერულად არაბინარული პერსონაჟები ეყოლება.

ისინი Star Trek: Discovery-ის მესამე სეზონში გამოჩნდებიან.

ტრანსგენდერ პერსონაჟს, გრეის, ტრანსგენდერი მსახიობი, იან ალექსანდერი შეასრულებს. ხოლო, გენდერულად არაბინარული პერსონაჟის, ადირას როლს, ბლუ დელ ბარიო ითამაშებს.

"Star Trek-ს ყოველთვის ჰქონდა მისია, რომ არასაკმარისად წარმოდგენილი საზოგადოებების ხილვადობა გაეზარდა." - თქვა პროდიუსერმა.

ბლუ დელ ბარიოს თქმით, მას როლზე დამტკიცებამდე თავისი ახლობლებისთვის ნათქვამი არ ჰქონდა, რომ გენდერულად არაბინარული ადამიანია.

"როდესაც მითხრეს, რომ ადირას როლზე დამამტკიცეს, მაშინ ჩემი მეგობრების უმრავლებისთვისა და ოჯახისთვის არ მქონდა ნათქვამი, რომ გენდერულად არაბინარული ვარ.

ამიტომ, როდესაც როლზე ამიყვანეს, ვიფიქრე, რომ სამყარო ნიშანს მაძლევდა." - თქვა მან.

აქამდე, ფრენჩაიზის ისტორიაში პირველად Star Trek: Discovery-ში პირველი დაქორწინებული ჰომოსექსუალი წყვილი გამოჩნდა.

კომენტარები