კრიმინალი

შსს: იორმუნაღლოში დავაკავეთ კაცი, რომელიც თანასოფლელს მოკვლით დაემუქრა

პოლიციამ მუქარის ბრალდებით იორმუღანლოში 1 პირი - 1985 წელს დაბადებული შ.ი. დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, ღამის საათებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, თანასოფლელს - 1979 წელს დაბადებულ ფ.მ.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა შ.ი. დანაშაულის ჩადენის დღესვე, კახეთში დააკავეს" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ჩაატარა გამოკითხვები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები