ამინდის პროგნოზი

1-4 სექტემბერს ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება.

სინოპტიკოსების ცნობით, დაბლობსა და ბარში 33, 38 გრადუსი იქნება. მთაში 31, 36 გრადუსამდე დათბება, ხოლო სანაპირო რაიონებში 30, 35 გრადუსია მოსალოდნელი.

მათივე ინფორმაციით, 1-2 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

სააგენტო აცხადებს, რომ მოსალოდნელი მეტეოროლოგიური სიტუაცია (ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი) შექმნის ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს.

კომენტარები