გიორგი გახარია

გახარია: დღეის მდგომარეობით სწავლისა და არჩევნების გადადების მოცემულობა არ არსებობს

დღეის მდგომარეობით არანაირი პირობა, რომ სწავლა გადაიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება, არ არსებობს – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს უთხრა.

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეის მონაცემებით, არც არჩევნების თარიღის ცვლილების მოცემულობა არ არსებობს.

"დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი საფუძველი და მოცემულობა არჩევნების თარიღის ცვლილების". – თქვა გიორგი გახარიამ.

კომენტარები