არჩევნები 2020

ცესკომ რესპუბლიკურ პარტიას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარი უთხრა

ცესკომ რესპუბლიკურ პარტიას და მის წარმომადგენელ თამარ კორძაიას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ხელმოწერილ განკარგულებაში წერია. ცესკოს თავმჯდომარე მიზეზად დაგვიანებულ მიმართვას ასახელებს. 

"საქართველოს რესპუბლიკური პარტიის განცხადება საქართველოს ცენტრალურ კომისიაში შემოტანილი იქნა ვადაგადაცილებით, კერძოდ, არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 197-ე მუხლით დადგენილ ვადაში, 2020 წლის 15 ივლისამდე, რაც წარმოადგენს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს"– წერია 17 ივლისის განკარგულებაში და ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი მიღებიდან ორი კალენდარული დღის ვადაში.

კომენტარები