არჩევნები 2020

ბოკერია: ახლა ბურთი მთლიანად მათ მოედანზეა, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ივანიშვილმა

"ბიძინა ივანიშვილს პერსონალურად, მთელ მის რეჟიმს, პოლიტიკურად უწონო ადამიანებს, კიდევ ერთხელ აქვთ შანსი, რომ თავიც გადაირჩინონ პოლიტიკურად, აქ არ ვგულისხმობ ძალაუფლების შენარჩუნებას, ეგ გამორიცხულია და ქვეყანას ნაკლები ზიანი მიაყენონ.

პირველი მოსმენის ჩავარდნა ნიშნავდა იმას, რომ შანსი აღარ ექნებოდა ამ პროცესს და მერე დაიწყებოდა თითების გაშვერა. ახლა თუ არ გამოუშვებენ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას და თვითონ ჩააგდებენ მეორე ან მესამე მოსმენას, კიდევ უფრო დაზიანდებიან და კუთხეში იქნებიან მომწყვდეულები.

ამიტომ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელშიც თვითონაც შედიან, ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა და მაშინ ჩვენც კიდევ ერთხელ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას. შესრულდება შეთანხმება, შემდეგ შედარებით ნორმალური წინასაარჩევნო კამპანია გვექნება და მერე ყველა უნდა შეეგუოს ამომრჩევლების ვერდიქტს. ახლა ბურთი მთლიანად მათ მოედანზეა და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენ არ გვსურს, რომ მან საკუთარი თავისთვისაც და ქვეყნისთვისაც უმძიმესი შეცდომა დაუშვას. გააკეთოს ის, რაც ქვეყანას სჭირდება".

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია. პარლამენტმა 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საარჩევნო სისტემის ცვლილებების კანონპროექტს. 136 ხმიდან 20 ევროპული საქართველოსია.

კომენტარები