რუსეთ-საქართველო

ბოკერია: შანსი, რომ ვიყოთ  ღირსეული ქვეყანა, გავრილოვებთან ურთიერთობასთან შეუთავსებელია

გავრილოვი არის ერთ-ერთი სიმბოლო იმისა, თუ რატომ არის საფრთხე პუტინის რუსეთი მთელი თავისუფალი სამყაროსა და საქართველოსთვის, რომელსაც სურს, რომ იყოს სრულფასოვანი წევრი თავისუფალი სამყაროსი. სიმბოლო ცინიზმის, ისტორიის უბნელესი მონაკვეთების გაიდეალების, კომუნიზმის, რომელმაც მილიონობით ადამიანი შეიწირა.

კაცი, რომელიც სადამ ჰუსეინის მრჩეველი იყო და ახლა საქართველოს და უკრაინის დაქუცმაცების ერთ-ერთი იდეოლოგია, პროპუტინური და აფხაზეთის ომის დროს იყო მტრის მხარეს, მართლმადიდებლებს ვეხმარებოდიო, ყველაფერს იმას განასახიერებს, რა იდეებითაც გვებრძვის პუტინის რუსეთი და იმ ქმედებებს, როგორც გვებრძვის - ძალადობით. 

ამიტომ მისი მხრიდან ეს უტიფარი განცხადება უბრალოდ შეხსენებაა ყველასთვის, რატომ უნდა მოვშორდეთ ამ ბოროტების იმპერიის შთამომავლებს, კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ შეუთავსებელია თავისუფლება, კეთილდღეობა, ბედნიერებისკენ სწრაფვა და შანსი, რომ ვიყოთ  ღირსეული ქვეყანა, პუტინის რუსეთთან და გავრილოვებთან ურთიერთობასთან

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადება შეაფასა. გავრილოვი ქართული მხარისგან ბოდიშს ისევ ელოდება.

კომენტარები