ავტოსაგზაო შემთხვევა

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

ოზურგეთში ავტოავარიას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

საზოგადოებივი მაუწყებლის ინფორმაციით, ავტომობილი შუახნის ქალს მაშინ დაეჯახა, როცა ის ქუჩაზე გადადიოდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ავტომობილის მძღოლი მიიმალა. 

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები