საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთან მიმართებით განახლებული პროგნოზი წარმოადგინა.
ფონდის ვარაუდით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება, თუმცა დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ რისკები და ბაზრებზე არსებული გაურკვევლობა კვლავ მაღალ ნიშნულზეა და ეს პროგნოზი, შესაძლოა, გადაიხედოს.
პროგნოზში ასევე საუბარია ურყოფით საგადასახადო ბალანსზე, რომელიც 2020-21 წლებში ფონდის ვარაუდით 1.8 მილიარდ დოლარს გაუტოლდება.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2019 წელთან შედარებით 19%-ით შემცირდება, ხოლო ფულადი გზავნილები - 15%-ით.
ფონდის პროგნოზი საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მიმართ შემდეგნაირად გმაოიყურება:
- პროდუქციის ექსპორტი — -24.2% კლება;
- პროდუქციის იმპორტი — -21.1% კლება;
- სერვისების ექსპორტი — -55.7% კლება;
- სერვისების იმპორტი — -60% კლება.