მომსახურების სააგენტო

18 მაისიდან მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება აღდგება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 18 მაისიდან ეტაპობრივად შეზღუდვების მოხსნას იწყებს და სერვისების მიწოდებას განაახლებს.

შსს-ს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე აღდგება მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდები. იმ ადამიანებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, 18 მაისიდან შეეძლებათ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება.

ასევე აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.

ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოში დროებით არ მიმდინარეობს:

- სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ელექტრონული რიგის დაჯავშნა და თეორიული გამოცდის მიღება;

- ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

რაც შეეხება ცნობებს ნასამართლობის, მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებგვერდიდან.

სატრანსპორტო საშუალების საბაჟო და სარეგისტრაციო მომსახურება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
 

კომენტარები