საქართველოში სასაფლაოები კვლავ დახურულია. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში ტაბულას უთხრეს, ყველა შეზღუდვა, რომლის მოხსნაზეც მთავრობას კომენტარი არ გაუკეთებია, ძალაში რჩება.
ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, კონკრეტული შეზღუდვების მოხსნის შესახებ წინასწარ გააკეთებენ განცხადებას.
სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გააკონტროლებენ.
სასაფლაოები საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 20 აპრილს დაიხურა.





