ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი დემოკრატიული განვითარების გარანტი, იმ სახელმწიფო მიმართულებების განვითარების გარანტი, რომელსაც დღეს ჩვენი ხელისუფლების საქმიანობა ეფუძნება. ეს არის დემოკრატიის, საგარეო პოლიტიკური კურსის გარანტი და ა.შ. ყველა მიმართულებით ის ასრულებს გარანტის ფუნქციას და ასეთივე გარანტიის ფუნქციას ასრულებს ის ამ შემთხვევაში, თავისი ფინანსური შესაძლებლობებითაც.
ეს არის ის შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს განსაკუთრებით სჭირდებოდა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ფინანსური თანადგომა და სწორედ ამ რთულ, ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, მან და მისმა ოჯახმა ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური წვლილი შეიტანეს იმ პრობლემების დაძლევაში, რომელიც უკავშირდება პანდემიას და ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენს ქვეყანაში.
წლების მანძილზე, ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ გაწეული ქველმოქმედება გამოიხატება როგორც მოცულობაში ასევე, ხარისხში რაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქვეყნის ყველა მიმართულებით განვითარებისთვის. ეს ინიციატივები ყველა მიმართულებით, თავისი მასშტაბით, მოცულობით, მნიშვნელობით, ხარისხით და დატვირთვით არის უპრეცენდენტო.