კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

მეი: ჯონსონისთვის ვლოცულობ, ეს ვირუსი ადამიანებს არ განასხვავებს, ყველას შეიძლება დაემართოს

ბორის ჯონსონი და ტერეზა მეი
Politico

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ტერეზა მეი კორონავირუსის გამო მოქმედი პრემიერის, ბორის ჯონსონის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანას საკუთარ ტვიტერზე გამოეხმაურა:

"საავადმყოფოში მკურნალობისას ჩემი ლოცვა და ფიქრები ბორის ჯონსონთან და მის ოჯახთანაა. ეს საშინელი ვირუსი არ განასხვავებს ადამიანებს. ყველას შეიძლება დაემართოს. ყველამ შეიძლება გაავრცელოს. გთხოვთ დარჩეთ სახლში და გადაარჩინოთ სიცოცხლე."

ჯონსონი, ახალი კორონავირუსის სიმპტომების გართულების გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 6 აპრილს გადაიყვანეს.

ჯონსონის კაბინეტის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი გონზეა და მას ამ დროისთვის ფილტვების ვენტილაციის აპარატი არ სჭირდება. პრემიერმინისტრის სპიკერის თქმით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და ჯონსონი მხნედ არის.

პრემიერმინისტრის მოვალეობას დროებით საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი ასრულებს.

ახალი კორონავირუსი ბორის ჯონსონს დაახლოებით ათი დღის წინ დაუდასტურდა.

დიდ ბრიტანეთში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 38,168 შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 3,605 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 135.

კომენტარები