გამკაცრებული შეზღუდვები

მეზვრიშვილი: მანქანაში სამზე მეტი ადამიანი ვერ ჩაჯდება, ეს ეხება არასრულწლოვნებსაც

"როდესაც ვსაუბრობთ, რომ 3 ადამიანზე მეტი ვერ ჩაჯდება სატრანსპორტო საშუალებებში, ეს ნიშნავს იმას, რომ ვერ ჩაჯდება, ვერც მოზარდი, ვერც სრულწლოვანი და ვერც არასრულწლოვანი," - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა. 

მისივე თქმით, ყველაფერი გარკვეულ უსიამოვნო პროცესებთან არის დაკავშირებული და გასაგებია, რომ მოქალაქეებს ექმნებათ გარკვეული დაბრკოლებები, მაგრამ ამას უნდა მოვეკიდნონ გაგებით, რადგან ეს ყველაფერი კეთდება მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად.

„ბევრი კითხვა დაისვა, რომ მაგალითად, ოჯახში გვყავს 3, 4 შვილი და როგორ გადავადგილდეთ? უნდა გადავადგილდეთ და ისე უნდა დავგეგმოთ ეს პროცესი, რომ მანქანაში 3-ზე მეტი ადამიანი არ იჯდეს. ეს, პირველ რიგში, კეთდება იმ არასრულწლოვნების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე. საუბარია ნებისმიერი ასაკის ბავშვზე," - ამბობს მეზვრიშვილი.

საქართველოში დღეიდან, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა და აიკრძალა ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მოქალაქეებს მხოლოს საკუთარი მანქანით ან ტაქსით შეუძლიათ გადაადგილება და ამ შემთხვევაშიც მანქანაში მხოლოდ სამი ადამიანის ჯდომაა ნებადართული. 

კომენტარები