Coda წერილი

CODA წერილი: კორონავირუსი - ჩვენ გვერდით, რუსეთში, ახლო აღმოსავლეთში

პანდემიის პირობებში ყოველი სწორი ინფორმაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება, იყოს. ამიტომ გადავწყვიტეთ, Coda-ს ქართულენოვანი წერილი დროებით აღვადგინოთ. რეგულარულად მოგაწოდებთ ინფორმაციას ყველაზე სანდო, ოფიციალური წყაროებიდან ვირუსზე, რომელიც მსოფლიოს ყოველდღიურად ცვლის.

Coda-ს ქართულენოვანი წერილი შეგიძლიათ გამოიწეროთ ამ ბმულზე.

ავტორი: მარიამ კიპაროიძე

ბოლო მონაცემები. და რაც მნიშვნელოვანია:

საქართველოში 73 ინფიცირებულია, მსოფლიოში 423,000-ზე მეტი.

  • მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, პანდემიის პირობებში, იტალიის შემდეგ, ეპიცენტრი შეერთებული შტატები გახდება. ოფიციალურად იქ უკვე 55,000-ზე მეტია ინფიცირებულია, სამედიცინო სისტემა კრიზისშია და მოსახლეობის ნახევარზე მეტს სახლში დარჩენის ბრძანება აქვს. აშშ-ში ყველაზე მეტი ინფიცირებულია ნიუ იორკში, სადაც ინფექციის პიკს 2-4 კვირაში ელოდებიან. 
  • ბევრისთვის მოულედნელი იყო დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ვირუსის შესაჩერებლად ქვეყანა აღარ უნდა ჩაიკეტოს. ამერიკის ეკონომიკას უზარმაზარი დარტყმა ელის, ტრამპი ამაზე (და თავისივე არჩევნებზე) წუხს, მაგრამ ჯანდაცვის სპეციალისტები მის გეგმას არარეალურს უწოდებენ. “შენ არ გესმის პრობლემის უზარმაზარი მასშტაბი,” - თქვა სატელევიზიო მიმართვაში ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ ქუომომ. ნიუ-იორკის შტატში ყველაზე მეტი დაინფიცირებულია და მათი რაოდენობა ყოველ მეორე დღეს ორმაგდება. 
  • ჩინეთი 8 აპრილისთვის ვუჰანის კარანტინის მოხსნას გეგმავს, ამ კვირაში ოფიციალური მონაცემებით ჩინეთში ლოკალური ინფიცირების შემთხვევა არ ყოფილა. 
  • ისევ გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა იტალიაში. მადრიდში ყინულის მოედანი დროებით მორგად გადაიქცა, სადაც სასწრაფო სამხედრო დანაყოფებს გადაჰყავთ დაღუპული ადამიანები. ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია, ექიმებს, იტალიელი მედიკოსების მსგავსად, აქაც უწევთ გადაწყვიტონ, ვისი გადარჩენა სცადონ. დაავადებულთა დაახლოებით 13% სამედიცინო პერსონალია.  
  • ლონდონის საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეს მალე დროებით საავადმყოფოდ გადააკეთებენ COVID-19-ით დაინფიცირებული პაციენტებისთვის. ბრიტანეთში - ინფიცირებულების და გარდაცვლილების რაოდენობა სწრაფად იზრდება, მკაცრდება შეზღუდვებიც. 
  • ინდოეთი სამი კვირით ჩაიკეტა. ზომები იმდენად მკაცრია, რომ ასობით მილიონ ადამიანს აკრძალული აქვს სახლიდან გასვლა. გაურკვეველია, როგორ მოხდება ეს ლოგისტიკურად, მაგრამ მჭიდროდ დასახლებულ, უზარმაზარ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება კატასტროფას გამოიწვევს. სამედიცინო პერსონალს აღჭურვილობის და რესურსების დეფიციტი უკვე აქვს. მილიარდზე მეტი ადამიანის სახლში ჩაკეტვა ინდოეთის მთავრობას სხვა რამის გამოც აწყობს: კარანტინით მთავრობა ბოლო დროს გავრცელებულ საჯარო პროტესტებსაც აიცილებს. 
  • ბრაზილიაში, სადაც უკვე 2,200-ზე მეტი დაინფიცირებულია, პრეზიდენტი ბოლსონარუ ჯერ კიდევ არ აღიარებს პანდემიის სერიოზულობას. ჯანდაცვის მინისტრი კი ამბობს, რომ აპრილის ბოლოსთვის ჯანდაცვის სისტემა ჩაიმოშლება, რადგან ავადმყოფებისთვის, სამკურნალო ადგილიც აღარ იქნება. ბოლსონარუ მედიას აკრიტიკებს საზოგადოებაში ისტერიის გაჩენისთვის და ამბობს, რომ ვირუსს შეებრძოლებიან, ის “მალე გაივლის,” და ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდება. 
  • ოლიმპიურმა კომიტეტმა და იაპონიამ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წლამდე გადადო. 
  • დეზინფორმაცია კლავს: არიზონაში მამაკაცი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც თვითმკურნალობა სცადა ქიმიკატით, რომელსაც აკვარიუმების გაწმენდისას იყენებენ. იდეა მას ამერიკის პრეზიდენტმა მიაწოდა, რომელმაც ბოლო კვირაში სამჯერ განაცხადა რომ ქლოროქინი, მალარიის საწინააღმდეგო წამალი, შესაძლოა კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტური იყოს. საწმენდი ქიმიკატის შემადგენლობაშიც მსგავსი ქიმიური ნაერთი იყო. მამაკაცას ეგონა, ქიმიკატი და ანტი-მალარიული წამალი ერთი და იგივე იყო. მედიკოსები ყველგან, მათ შორის, საქართველოშიც, გვეუბნებიან, რომ პრევენციული მკურნალობა უშედეგოა და შესაზლოა, საზიანოც აღმოჩნდეს. 

დღის კითხვა: რა ხდება ახლო აღმოსავლეთში? 

კორონავირუსით დამარცხებულ ევროპას და კატასტროფის წინ მდგარ ამერიკას ვუყურებთ ყველა. მაგრამ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში? ბოლოს და ბოლოს, თეირანი თბილისიდაან 1,200 კილომეტრითაც კი არაა დაშორებული, დამასკომდე კი დაახლოებით 1,700 კილომეტრია. 

თურქეთში ადგილობრივი წყაროები, ისევე როგორც გარე დამკვირვებლები, მთავრობას დაგვიანებული პასუხისთვის და არასერიოზული მიდგომისთვის აკრიტიკებენ. გარდა ამისა, ექიმები ამბობენ, რომ დამცავი აღჭურვილობა აკლიათ და კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა გაცილებით ბევრია, ვიდრე ოფიციალურად ცნობილია, რაც ისედაც 1,500-ს გასცდა.  

თუ ზამთარში ირანის მთავრობა კორონავირუსის ამბავს მალავდა და წინა კვირას ჯერ კიდევ ოპტიმისტურად იყო განწყობილი, ახლა ვითარების სირთულეს პირდაპირ აღიარებს. ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა რამდენიმე დღის წინ საჯაროდ თვითერზე გამაოაცხადა: “ირანში ყოველ 10 წუთში ვიღაც კვდება კორონავირუსით და ყოველ საათში 50 ადამიანი ავადდება.”

ვირუსით გამწვავებული ქაოსი ირანში მეზობელ ავღანეთშიც ვრცელდება. ჩვენი წყაროები ამბობენ, რომ 15 მილიონი ავღალელი მიგრანტი, რომლებიც წლებია კონფლიქტს გაურბიან და ირანში მუშაობენ ისევ უკან ბრუნდებიან. მიზეზი ისაა, რომ დაინფიცირების შეემთხვევაში, ირანში მათ არ უმკურნალებენ

ავღანეთში ეშინიათ, რომ ირანდინად ამდენი დაბრუნებული ადამიანი ვირუსს გაავრცელებს და ისედაც სუსტი სამედიცინო სისტემა, ამას ვერ გაუძლებს. ჩვენი წყაროები ამბობენ, რომ საზღვარზე კორონავირუსზე მხოლოდ იმათ ამოწმებენ, ვისაც მაღალი ტემპერატურა აქვს. დანარჩენები მთელი ავღანეთის ტერიტორიაზე სახლებში ბრუნდებიან.

ისრაელში 1,600-ზე მეტი ინფიცირებულია და რაოდენობა სულ იზრდება. პრემიერ მინისტრმა ნეთანიაჰუმ სიტუაციის სამართავად საზღვრები ჩაკეტა, მოძრაობა შეზღუდა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ასევე კორონავირუსის მომიზეზებით თავისი კურუფციის ბრალდებით სასამრათლო განხილვა შეაჩერა, პარლამენტი დახურა და განუსაზღვრელი პერიოდით ძალაუფლება შეინარჩუნა. 

თუ ისრაელში ნეთანიაჰუს მკაცრი კორონავირუსის რეგულაციები საგანგებო მდგომარეობას ნიშნავს, ღაზას სექტორში მცხოვრებთათვის, ეს ყოველდღიური რეალობაა. მათ ჩაკეტილ რეალობას უკვე კორონავირუსი დაემატა.

ეპიდემია მჭიდროდ დასახლებულ, ჩაკეტილ, ღაზას სექტორში ჰუმანიტარულ კატასტროფად შეიძლება იქცეს. 

კატასტროფული მდგომარეობაა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, სადაც ასიათასობით მცხოვრებას და ლტოლვილებს ბანაკებში წყლის საკმარისი რაოდენობა არ აქვთ, რომ ვირუსისგან ბაზისური ჰიგიენური გზებით მაინც დაიცვან თავი. ოპოზიციით დასახლებულ ადგილებსდა კლინიკებს მთავრობა მუდმივად თავს ესხმის.

პროტესტებით გახლეჩილ ლიბანში კორონავირუსი, კარანტინი და გაუმართავი სამედიცინო სისტემა ისედაც ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ქვეყანას გაანადგურებს. კიდევ უფრო მძიმე იქნება მდგომარეობა ლიბანის ლტოლვილთა ბანაკებში. 

ახალი რელობა კორონავირუსით, რეგიონში დაპირისპირებებს ამწვავებს, სადაც ქვეყნები ერთმანეთს ადანაშაულებენ და დეზინფორმაციით უტევენ. 

აი, ერთ-ერთი მაგალითი ჩვენი რედაქტორი, ბურჰან ვაზირისგან:

“გასულ კვირას საუდის არაბეთში მცხოვრებმა ჯურნალისტმა ნურა ალმოთეარიმ თვითერზე დაწერა, რომ კატარში COVID-19-ზე 2015 წლიდან იციან. თვის დასაწყისში კი დოჰა დაადანაშაულა, რომ ჩინეთს მილიარდებს უხდიდა “ვირუსის გაზრდისთვის.” თვითერზე ახალი ჰეშთეგიც შექმნა — “კატარი კორონაა,” რომელსაც ხშირად იყენებენ. ალმოთეარი ამბობს, კატარი იმიტომ ავრცელებს ვირუსს, რომ საუდის არაბეთის სამომავლო, მრავალმხრივი ეკონომიკის გეგმები და დუბაის 2020 წლის გლობალური გამოფენა დააზარალოს,”- წერს ბურჰან ვაზირი.

გამოფენა ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.

ამ დროს კიდევ უფრო ახლოს, ჩვენ გვერდით:

ჩვენი გუნდი რუსეთში კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის გამოძიებას აგრძელებს:

  • მაშინ როცა რუსეთი იტალიას დამხმარე პერსონალს და სამედიცინო დახმარებას სთავაზობს, ქვეყანაში ექიმებს თავის დასაცავი აღჭურვილობა არ აქვთ.
  • მოსკოვის პირველ ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ით დაინფიცირებული პაციენტები და ისინი, ვინც ჯერ ანალიზებს ელოდებიან, ერთ სივრცეში ჰყავთ, მათი ნების საწინააღმდეგოდ. 
  • სახელმწიფო მედია კორონავირუსით დაავადებულებისთვის მომზადებულ სუფთა და პრიალა საავამდყოფოებს აჩვენებს მაყურებელს.
  • სიმპტომური ავადმყოფები კი ტესტის გასაკეთებლად სხვა ჰოსპიტალებში მიჰყავთ და დღეები ალოდინებენ. 

თუ მეტი გაინტერესებთ იმაზე, თუ როგორ ირღვევა კორონავირუსის დროს რუსეთში ადამიანების უფლებები, აი სტატია რუსულად და ინგლისურად

კომენტარები