საქართველოს ტერიტორიაზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება

საქართველოს რკინიგზა

კორონავირუსის გამო საქართველოს ტერიტორიაზე საქალაქთაშორისო გადაადგილება იზღუდება.

პრემიერმინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, შეიზღუდება ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება.

შეზღუდვა რკინიგზასაც შეეხება:

“საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული დამატებითი გადაწყვეტილებები შეზღუდვებზე. ეს გულისხმობს საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას. თქვენ იცით, რომ ქვეყანა უკვე გადავიდა შიდა გადაცემის ეტაპზე და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაფერხოთ შიდა გადაცემის სისწრაფე. ამიტომაც ვზღუდავთ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტს მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვებს. ეს შეზღუდვა ამოქმედდება დღის ბოლოს, 00:00 საათზე", - თქვა მან.

გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, არ ეხება პირადი მანქანით გადაადგილებას.

კომენტარები