ტოკიო 2020

იაპონელი პარლამენტარი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ შეიძლება, ოლიმპიადა გადაიდოს

The Guardian

იაპონიის მმართველი პარტიის წევრი და პარლამენტარი, შიგერუ იშიბა აცხადებს, რომ ქვეყანა ოლიმპიური თამაშების გადადებისთვის მზად უნდა იყოს.

მართალია, იშიბა ამბობს, რომ ოლიმპიადის გადადება ნაკლებად სავარაუდოა, ის მაინც მიიჩნევს, რომ იაპონია ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც უნდა იყოს მზად:

"თუ ყველაზე ცუდ სცენარზე არ ვიფიქრებთ, მისი ხორცშესხმის რისკი თავისით არ გაქრება.

მთავრობამ ახლავე უნდა დაიწყოს იმაზე ფიქრი, რა უნდა ქნას, თუ ოლიმპიადა გადაიდება ან ჩაიშლება."

ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როდის გაიმართება ოლიმპიური თამაშები, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა მიიღოს.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 3 მარტს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები დათქმულ ვადებში, 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართება.

კომიტეტი მოუწოდებს სპორტსმენებს, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ მზადება ოლიმპიური თამაშებისთვის.

26 თებერვალს გავრცელდა ცნობა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, შეიძლებოდა, ჩაშლილიყო.

ოლიმპიადა, რომელიც 1896 წლიდან ტარდება, მხოლოდ ომის დროს ჩაიშალა - 1940 წელს, როცა თამაშები ასევე ტოკიოში უნდა ჩატარებულიყო, იაპონია-ჩინეთის ომის გამო არ შედგა. ასევე, ჩაშლის საფრთხე იყო 2016 წელს ბრაზილიაში, ზიკას ვირუსის დროს გამო.

კომენტარები