მაილი საირუსი

კორონავირუსის გამო მაილი საირუსმა ავსტრალიაში საქველმოქმედო კონცერტი გადადო

AcordesWeb

ავსტრალიის ხანძრით დაზარალებულთათვის მოწყობილი საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც დიდი ტურის ნაწილი იყო და მაილი საირუსს მელბორნში პარასკევს უნდა ჩაეტარებინა, კორონა ვირუსის გამო გადაიდო. 

"ავსტრალია: ლოკალური, სახელმწიფო და ინტერნაციონალური ავტორიტეტების, მათ შორის - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რჩევების გათვალისწინებით, ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკების თავიდან აცილების მიზნით ამ გლობალური კრიზისის დროს, ჩვენ ავსტრალიაში ვეღარ ჩამოვალთ.

საშინლად იმედგაცრუებული ვარ, რომ იქ არ ვიქნები, თუმცა ჩემი ახლობლებისა და გუნდის წევრების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის, ასეა საჭირო. მე მაინც მივიღებ მონაწილეობას საქველმოქმედო ღონისძიებებში და გადავურიცხავ ფულს ავსტრალიის ხანძრით დაზარალებულებს. ვწუხვარ, რომ ავსტრალიაში ვერ ჩამოვალ, მაგრამ მე მალე დავბრუნდები." დაწერა საირუსმა ტვიტერზე. 

კომენტარები