ბუკერის პრემია 2020

2020 წლის ბუკერის პრემიის გრძელ სიაში ნინო ხარატიშვილის "მერვე სიცოცხლე (ბრილკას)" მოხვდა

2020 წლის ბუკერის პრემიის გრძელ სიაში [Longlist] გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის წიგნი "მერვე სიცოცხლე (ბრილკას)" მოხვდა.

ბუკერის პრემია ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოებაა ინგლისურ ლიტერატურაში.

დაჯილდოების გრძელი სია ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. გავრცელებულ ვიდეოში, ჟიურის წევრები საუბრობენ, რა ნიშნით აარჩიეს წიგნები.

გრძელი სიის გამოქვეყნების შემდეგ, 2 აპრილს მოკლე სია [Shortlist] გამოქვეყნდება. 2020 წლის ბუკერის პრემიის გამარჯვებული კი 19 მაისს გამოვლინდება.

ნინო ხარატიშვილისთვის პრესტიჟულ დაჯილდოებაში მონაწილეობის პირველი შემთხვევა ეს არ არის - მან 2019 წელს შილერის მემორიალური პრიზის მოპოვება, ხოლო 2018 წელს ბერტოლდ ბრეხტის პრემიის მოპოვება შეძლო. 

კომენტარები