კალაძე შოთაძის გადადგომაზე: ეს ნაბიჯი იყო მართლა ადამიანური და კაცური

[ირაკლი შოთაძის] დამსახურება არის ის, რომ ის არის პროფესიონალი. ბევრ რამეში, არ ვიცი, ძალიან ბევრ რამეში.

მისი საქციელი და გადადგმული ნაბიჯი, როდესაც საქმე ეხებოდა სარალიძის მკვლელობას და მისი გადადგმული ნაბიჯი, ყველანაირ პოლიტიკას რო თავი დავანებოთ, იყო მართლა ადამიანური და კაცური. მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს ის გახსნილი საქმეები, რომელიც მან თავის უწყებასთან ერთად გახსნა

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე საუბრობს ყოფილ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეზე, რომელიც 2017 წელს ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებული აქციების ფონზე გადადგა. ახლა შოთაძე კვლავ გენერალური პროკურორობის კანდიდატია.

კომენტარები