ევროპული საქართველო

ხოშტარია: შოთაძის მეორედ მოსვლა ივანიშვილის მხრიდან რეპრესიების გაძლიერების ანონსია

ირაკლი შოთაძე ბიძინა ივანიშვილის დაკვეთების ერთერთი მთავარი შემსრულებელია. რაც კი ბინძური საქმე არსებობს, ციანიდის საქმიდან დაწყებული ბირჟა მაფიას საქმის ჩათვლით, ყველაფერი მისი ხელითაა გაკეთებული. ამ ყველაფრის თავი, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილია და მას შეეძლო, სხვა თოჯინაც მოენახა, თოჯინები ჰყავს, მაგრამ არა - ის ხაზგასმით ამბობს, რომ აი, მეორედ მოსვლაა დაანონსებული, ამ სახით აკეთებს, რომ მეორედ ვისაც მინდა, იმას მოვიყვან. 

ამით ცხადია, შეურაცხყოფს საკუთარ თავს, ქართული ოცნების დეპუტატებსა და რაც მთავარია, ქართულ საზოგადოებას.

ეს, რა თქმა უნდა, რეპრესიების გაძლიერების ანონსია

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ, ამის შესახებ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს ყოფილ გენერალურ პროკურორს და გენერალური პროკურორობის მოქმედ კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს, მოუსმენენ. ოპოზიცია მოსმენას არ დაესწრება

კომენტარები